ირაკლი ქარსელაძე არასდროს განგვიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
2 ივნისი 2022
,,არ ვაშენებთ და არასდროს განგვიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა“-ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და განაცხადა, რომ არასდროს აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით არავითარი მსჯელობა არ ყოფილა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ, ტრანსასაზღვრო, ანუ ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გზას გაჩნია სპეციფიკა, რომლის მიხედვითაც ის ორივე ქვეყანამ უნდა ააშენოს და რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის განცხადებები ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს.
თემასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მარტის თვეშიც გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას დაამ გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი. სამინისტროს ხელმძღვანელობამ მაშინაც სთხოვა ქართულ მედიასაშუალებებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიცია.